eng | ქარ 17 იანვარი 2021, 23:47
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია

26 ივლისი 2021 | 13:26

ლაშა შავდათუაშვილიმა ტოკიოს ოლიმპიადის 1/2 ფინალში კორეელი ანი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობენ.

ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში კორეელ ჩანგრიმ ანის შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ეს ქართველისთვის ზედიზედ მესამე ოლიმპიური მედალია. დღეს ლაშა შავდათუაშვილმა პირველ დაპირისპირებაში ფრანგი შენის დამარცხების შემდეგ, მეორე შეხვედრა ჯიბუტის წარმომადგენელთან გამართა და მოწინააღმდეგე მარტივად დაამარცხა, ხოლო შემდეგ მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. 

შეგახსენებთ,რომ დღეს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის რამდენიმე წუთში იჭიდავებს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times