eng | ქარ 31 ივლისი 2021, 23:06 შაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ევროკავშირის ლიდერებმა LGBT+ თემის მხარდამჭერ წერილს მოაწერეს ხელი

24 ივნისი 2021 | 18:16

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა წერილს, სადაც უნგრეთის მიერ ანტი-LGBT+ კანონის მიღების ფონზე LGBT+ საზოგადოების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„გამოვთქვამთ ერთგულებას ჩვენი საერთო ფუნდამენტური ფასეულობების მიმართ, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე -2 მუხლში.უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა LGBT+ საზოგადოების დისკრიმინაციის წინააღმდეგ და განვამტკიცოთ მათი ფუნდამეტური უფლებების დაცვა. მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ მომავალი ევროპული თაობები გაიზრდებიან თანასწორობისა და პატივისცემის ატმოსფეროში“, - ნათქვამია წერილში, რომესაც ხელს სხვებთან ერთად გერმანიის, საფრანგეთის,იტალიის, ესპანეთის, ბელგიისა და ლატვიის ლიდერებიც აწერენ.

„ევრონიუსი“ წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, წერილი წარადგინეს ესპანეთის და ლუქსემბურგის პრემიერ - მინისტრებმა ,პედრო სანჩესმა და ხავიერ ბეტელმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.1244 0.0047
EUR 3.7174 0.0131
GBP 4.367 0.0128
RUS 4.2829 0.0188

Georgian Times