eng | ქარ 31 ივლისი 2021, 23:29 შაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

UEFA-მ მიუნხენის Allianz Arena-ს გერმანია-უნგრეთის მატჩზე სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათება აუკრძალა

22 ივნისი 2021 | 19:09

UEFA-მ მიუნხენის Allianz Arena-ს გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათება აუკრძალა.

მანამდე მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა განაცხადი შეიტანა უნგრეთის ლგბტ საზოგადოების სოლიდარობის ნიშნად სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათების ნებართვის მისაღებად.

UEFA განმარტავს, რომ წესდების თანახმად, პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაციაა და იძულებულია, განაცხადი მისი პოლიტიკური კონტექსტის გამო არ დააკმაყოფილოს.

15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში ლგბტ მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ასიკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა ლგბტ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.1244 0.0047
EUR 3.7174 0.0131
GBP 4.367 0.0128
RUS 4.2829 0.0188

Georgian Times