eng | ქარ 17 იანვარი 2021, 23:57
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

თბილისის საკრებულოში ძიუდოს ფედერაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01 აპრილი 2021 | 15:06

 

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით,ძიუდოს ეროვნული და თბილისის ფედერაციების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართებაშეხვედრის მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და ,,ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების’’ მოსამზადებელი პროცესის გაცნობა იყო.  

შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, ამავე კომისიის წევრები, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, თბილისის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ბერძენიშვილი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა მონაწილეობდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოს ძიუდოს ფედერაციასთან დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს. მან ქართველ ძიუდოისტებს მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლო ურთიერთობა და თანამშრომლობა სპორტულ ფედერაციებთან. საქართველოსთვის ძიუდო ტრადიციულად სპორტის წარმატებული სახეობაა. აღსანიშნავია ის ჯანსაღი გარემო, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებობს. წელს ოლიმპიური წელია და მუნიციპალიტეტი, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე, სპორტული ფედერაციებს ყველანაირად დაეხმარება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


 

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times