დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებაზე თანახმაა, თუმცა ბრძოლას არ წყვეტს.
"ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, გავიმარჯვებთ. მაგრამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს", - წერს დონალდ ტრამპი twitter-ze.
გენერალური სერვისების ადმინისტრაცია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად აღიარებს. ხელმძღვანელის, ემილი მერფის ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტისთვის 6.3 მილიონი დოლარია ხელმისაწვდომი.