eng | ქარ 23 იანვარი 2021, 04:31 შაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ობამა საქართველოზე: ბუშმა არაფერი გააკეთა, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, დანარჩენმა მსოფლიომ მხრები აიჩეჩა

19 ნოემბერი 2020 | 19:21

ბარაკ ობამა თავის მემუარებში "აღთქმული მიწა" (A Promised Land) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც წერს.

"G20-ის სამიტზე "ბრიქსის" ქვეყნების ლიდერებიდან ყველაზე უფრო მედვედევთან შეხვედრა მაინტერესებდა. აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობები განსაკუთრებულად დაბალ ნიშნულზე იყო. გასულ ზაფხულს, მედვედევის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში, რუსეთი მეზობელ საქართველოში შეიჭრა და საქართველოს 2 რეგიონის უკანონო ოკუპაცია მოახდინა", - წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი.

ობამა აღნიშნავს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრა პუტინის მზარდი გაბედულობის და აგრესიულობის ნიშანი იყო.

"ეს იმის ნიშანი იყო, შემაშფოთებელი, რომ პუტინს არ სურდა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა. ბევრი ასპექტის გათვალისწინებით, როგორც ჩანს, მას ეს შერჩა: დიპლომატიური კონტაქტების შეჩერების გარდა, ბუშის ადმინისტრაციამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი აგრესიისთვის დაესაჯა, ხოლო დანარჩენმა მსოფლიომ კი, მხრები აიჩეჩა და სვლა განაგრძო, რამაც რუსეთის იზოლირების დაგვიანებული მცდელობები წარუმატებელი გახადა.

ჩემი ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობების "გადატვირთვის" დაწყებას იმედოვნებდა, რათა დიალოგი დაგვეწყო ჩვენი ინტერესების დასაცავად, რეგიონში ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდასაჭერად და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და განიარაღების მიზნებისთვის თანამშრომლობის მისაღებად. ამ მიზნით, შევთანხმდით, რომ მედვედევს პირადად შევხვდებოდი სამიტის წინა დღეს", - წერს ობამა.

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი იხსენებს, რომ მედვედევთან შეხვედრა საქართველოს საკითხის განხილვით დაიწყო.

"როგორც მოსალოდნელი იყო, მედვედევი მოვლენების ოფიციალურ ვერსიას ჩაეჭიდა. საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა კრიზისის გამწვავებაში და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ძალადობისგან დასაცავად მოქმედებდა. უარყო ჩემი არგუმენტი, რომ საქართველოში შეჭრა და ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო.

ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში, აშშ-ის ძალებისგან განსხვავებით, რუსულ ძალებს როგორც განმათავისუფლებლებს მიესალმნენ.

სოლჟენიცინის სიტყვები გამახსენდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკის შესახებ , რომ "ტყუილი არა მხოლოდ ზნეობრივი კატეგორია, არამედ სახელმწიფოს საყრდენი გახდა".

მას არ სჯეროდა იმის, რასაც ამბობდა", - წერს ობამა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3044 0.0034
EUR 4.0228 0.0164
GBP 4.5138 -0.0155
RUS 4.4121 -0.0705

Georgian Times