eng | ქარ 23 იანვარი 2021, 06:39 შაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

შევჩენკო: აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების ჩასახლების საფრთხე რეალურია

19 ნოემბერი 2020 | 19:01

აფხაზებთან და ოსებთან  პირდაპირი დიალოგი საზღვრების ჩაკეტვისა და შუამავლების გარეშე -  ესაა ერთადერთი გზა, რომლის  გავლაც საჭიროა ტერიტორიული მთლიანობის გადასაჭრელად -  ამის  შესახებ რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო  რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში  მალხაზ გულაშვილის  გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ აცხადებს.

 

შევჩენკოს თქმით, „ქართველების პრობლემა ისაა, რომ აფხაზეთსა და ოსეთს განიხილავთ როგორც სამხედრო ანკლავს". "არადა დიალოგი უნდა გაიმართოს ხელმძღვანელ პირებს შორის.  გზა უნდა ეძებოთ მოსკოვის, ბრიუსელის და ანკარის გარეშე, თორემ იქ ცოტა ხანში იქ სომხები დასახლდებიან და ვისთან გამართავთ დიალოგს, სომხეთის კალიფორნიულ ლობთან“ -  განაცხადა   ბლოგერმა.

 

მისი თქმით, წარმოუდგენელია, თუ რატომ არ იღებს ხმას   ქართული პოლიტიკური ელიტა იმაზე, რომ  სომხები აფხაზეთში აპირებენ  თავიანთი მოქალაქეების  გადასახლებას. „ახლა მათ დაემატება ყარაბაღიდან დევნილები და  აფხაზები ფაქტიურად იქ აღარ დარჩებიან. აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების ჩასახლების საფრთხე  რეალურია“, -  აღნიშნა მან.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3044 0.0034
EUR 4.0228 0.0164
GBP 4.5138 -0.0155
RUS 4.4121 -0.0705

Georgian Times