eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 21:33 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ლომჯარია მთავრობას: განუმარტეთ მოსახლეობას, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა

19 ოქტომბერი 2020 | 19:30

აშკარაა, მოსახლეობისთვის არ არის ნათელი ინფიცირების შემთხვევაში ბინაზე მკურნალობის წესები, - წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია facebook-ზე.

"არაერთი ინფიცირებული პირი აცხადებს, რომ დღეების განმავლობაში ვერ იღებს სამედიცინო დახმარებას და კონსულტაციას.

შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას და შესაბამის უწყებებს, უმოკლეს ვადებში:

მოსახლეობას განუმარტონ კოვიდით დაინფიცირების დროს როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. უფრო ზუსტად, ვის და რა ვადაში ევალება დაუკავშირდეს პაციენტს; როგორი ფორმით და სიხშირით განხორციელდება პაციენტებზე ზედამხედველობა შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მიერ; რომელი კონკრეტული უწყებაა ამ პროცესზე ზედამხედველი, რათა პაციენტებმა შეძლონ არსებულ პრობლემებზე მისთვის ინფორმაციის მიწოდება და დროული დახმარების მიღება;

გასცენ პირველადი სამედიცინო რჩევები, რითიც უნდა იხელმძღვანელოს ინფიცირებულმა თვითმკურნალობის დროს მანამ, სანამ ექიმი დაუკავშირდება", - წერს ომბუდსმენი.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლდება და მზად ოთხშაბათს იქნება. პროტოკოლი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რადგან ასეთ დროს თვითმკურნალობას მისდევენ.                                                                                                                                                                                                                                                                        


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times