eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 22:23 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ხაზარაძე: ექიმების რეკომენდაციით, გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში

19 ოქტომბერი 2020 | 19:04

ექიმების რეკომენდაციით, გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში, - წერს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე facebook-ზე.

"გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია.
პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა.
ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ მკურნალობის კურსს.
"ლელოს" ყველა ლიდერმა გაიკეთა ტესტი. პასუხების 99 % ცნობილია - უარყოფითი.
ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.
რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია.
ხვალ დიდი შეხვედრა გვექნება რუსთავში, მეც დისტანციურად მივიღებ მონაწილეობას", - წერს მამუკა ხაზარაძე.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times