eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 23:09 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

კემულარია: ეპიდვითარებაზე მორალურ პასუხისმგებლობას მხოლოდ ცერცვაძე იღებს

19 ოქტომბერი 2020 | 18:40

 

ერთადერთი ადამიანი  ვინც  ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს თენგიზ ცერცვაძეა - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ერთერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ რადიოჯორჯია თაიმსისეთერში, ეკა სეხნიაშვილისდროულ დიალოგშიგანაცხადა.

„ნაცვლად იმისა, რომ  ჩვენ მიგვეღო მთავრობისა და სპეციალისტების მიერ კონკრეტულად გაწერილი გეგმა თუ როგორ მოხდებოდა  ვირუსის მეორე ტალღის პირობებში ეკონომიკისა და  ჯანდაცვის მიმართულებით ზომების გატარება, რათა ქვეყანაში არ  მომხდარიყო კრიზისი, ვნახეთ, რომ  მორალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთმა ადამიანმა იგრძნო - თენგიზ ცერცვაძემ, რომელმაც თანამდებობიდან წასვლაც კი დააპირა“ -  განაცხადა  კოტე კემულარიამ.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ    პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ჯანდაცვის  ყოფილმა მინისტრმა  დავით სერგეენკომაც.  „ფაქტია, რომ ჩვენ არ გვაქვს  ინფექციური საავადმყოფოდა  რაც არის, ისიც ვერ პასუხობს ელემენტარულ ჰიგიენურ მოთხოვნებს“ -  განაცხადა კემულარიამ.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times