eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 22:50 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გახარია: თვითიზოლაციაში გადავიდე და ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?!

19 ოქტომბერი 2020 | 13:50

თვითიზოლაციაში გადავიდე და ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?! - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე "ქართული ოცნების" წევრის, ნინო წილოსანის კოვიდინფიცირების გამო მმართველი გუნდის წევრების თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროებასთან დაკავშირებით.

"წესებს ვიცავ, პირბადეს ვატარებ ყოველთვის. შეიძლება ჩვენ ყველაზე მეტად ვიყოთ გადაცემის რისკი, რადგან ბევრს ვმოძრაობთ ქვეყანაში. ეს პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით. მიუხედავად იმისა, რომ რისკი იყო მინიმალური, რადგან არცერთს პირბადე არ მოგვიხსნია, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ და კიდევ ერთხელ დავიტესტეთ. ყველას ეკეთეა პირბადე, მათ შორის მასაც. ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, უმაღლესი. იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს თანამშრომლებთან, რომლებთანაც კონტაქტი გუშინაც მქონდა და დღესაც, წავედი და ტესტი გავიკეთე, რომელიც იყო უარყოფითი. პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ, იდეა შემომთავაზოთ?!", - უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times