eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 21:35 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

კარდიოლოგი: კორონავირუსი სისხლის შედედების სისტემის გააქტიურებას იწვევს

19 ოქტომბერი 2020 | 14:24

რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ნინო ოთარაშვილის თქმით, კორონავირუსი მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს.

როგორც ნინო ოთარაშვილმა რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემა“პრევენციაში“ განაცხადა, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებში  ხშირია კორონალური არტერიების დაავადების განვითარება.

„ეს არის ვირუსი, რომელიც შესწავლის პროცესშია და ინფიცირებულ პაციენტში ძალიან ბევრი ორგანოს დაზიანებას იწვევს. ცვლილებები ხდება  და ჯანმრთელი ორგანიზმი უკეთესად ებრძვის, ვიდრე რომელიმე ქრონიკული დაავადების მქონე.

კორონავირუსიან პაციენტებში, პირველ რიგში, სხვადასხვა სახის არითმიები გვხვდება, რომელიც დაკავშირებულია ელექტროლიტების დისბალანსთან, კალიუმის კარგვასთან. ასევე, იშვიათი შემთხვევაა გულის კუნთის ანთება . ძალიან ხშირია კორონალური არტერიების დაავადების განვითარება, რადგან კორონავირუსი იწვევს სისხლის შედედების სისტემის გააქტიურებას და ორგანიზმს თრომბების წარმოქმნისკენ განაწყობს. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულის იშემიური დაავადებები შეიძლება განვითარდეს სტენოკარდია ან მინოკარდიუმის მწვავე ინფარქტიც კი.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულის ქრონიკული დაავადებები, მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნებიან, განსაკუთრებით მოხუცები, თუმცა, ახლა უკვე ახალგაზრდებშიც გამოვლინდა მძიმე და ლეტალური შემთხვევები,“- განაცხადა ნინო ოთარაშვილმა.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times