eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 22:26 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გახარია: არჩევნები არ გადაიდება

19 ოქტომბერი 2020 | 13:40

არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება, - განაცხადა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე.

"საარჩევნო უბანი ისეთ დონეზე იქნება ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით მომზადებული, რომ ხშირ შემთხვევაში ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა იქნება უფრო სახიფათო, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა სრული წესების დაცვით. ამიტომ არანაირი ეპიდემიოლოგიური რისკი არ იარსებებს. პოლიტიკური პროცესი და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს ღიად. ერთადერთი, რასაც მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკოსებს ვთხოვთ, ეს არის წესების დაცვა. ვატაროთ პირბადე და დავიცვათ დისტანცია, ეს ხომ არაა ასეთი რთული?! პოლიტიკურ პროცესს და არჩევნების დღეს არაფერი ემუქრება და ვერც დაემუქრება. მოვემზადოთ ყველა 31 ოქტომბრისთვის, დემოკრატიულად, ღიად, უსაფრთხოდ უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times