eng | ქარ 25 იანვარი 2020, 18:17
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების და სტარტაპების დაფინანსებისთვის შესაძლოა ფონდი შეიქმნას

16 ოქტომბერი 2020 | 19:20

ინოვაციების ეკოსისტემის განვითარება, სტარტაპების დაფინანსება და ამისათვის ფონდის შექმნა -  ამ თემებზე რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის'' გადაცემაში ,,კაპიტალი’’ სანდრო ვეფხვაძესთან ერთად ინოვაციური ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.

 

მისი თქმით, ქართველი სტარტაპერების პროექტებით სერიოზული ბიზნესმენები დაინტერესდნენ. პირველი სპონსორი კი, საქართველოს ბანკი იყო, რომელმაც 1 მილიონი დოლარი გამორჩეული 15 სტარტაპ პროექტის გამოჰყო.

 

,,დემო’’ დღის გამარჯვებული პროექტი კალიფორნიაში ,,სილიკონის ველზე’’ აქსელერაციას გაივლის და მას საქართველოს ბანკი 50 ათასი დოლარით დააფინანსებს.

საქართველო რეგიონული ცენტრი სტარტაპერებისათვის ერთგვარი ცენტრი გახდა, წარმოდგენილი „დემო“ პროექტებით სერიოზული ბიზნესკომპანიები დაინტერესდნენ.

საინფორმაციო ტექნოლოგიები ეს ოცდამეერთე საუკუნის პროფესიაა და ყველაზე მაღალანაზღაურებადიც. შესაბამისად, ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით სტარტაპ პროგრამების ხელშეწყობა და დაფინანსება საქართველოს ერთგვარ ჰაბად აქცევს კავკასიის რეგიონში,“ - განაცხადა კასრაძემ.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times