eng | ქარ 25 იანვარი 2020, 17:05
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ჯაფარიძე: „ლელოს“ მიზანია კოალიციაში განმსაზღვრელ ძალად მოსვლა

16 ოქტომბერი 2020 | 19:03

 

„ლელო საქართველოს“ გენერალური  მდივანი ბადრი  ჯაფარიძე  არჩევნების პროგნოზზე საუბრისას  აცხადებს, რომ მათი მიზანია იმ რაოდენობს ხმების დაგროვება, რომელიც  შესაძლებლობას მისცემს „ლელოს“ იყოს განმსაზრვრელი  კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისას. ამის შესახებ მან  რადიო „ჯორჯიან თაიმსში“,  ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში „დროული დიალოგი“ განაცხადა.

„მთავარია დავაგროვოთ ის ხმები, რომ განმსაზღვრელი ვიყოთ კოალიციის ჩამოყალიბებაში“ -  განაცხადა ჯაფარიძემ.  რაც შეეხება იმას, თუ ვის მოიაზრებს კოალიციაში, ჯაფარიძემ მკაფიოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ  ეს იქნება მხოლოდ პროდასავლური ძალები.  „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობაზე საუბრისას კი, ხაზი გაუსვა იმას, რომ „ამ ძალას პროდასავლურად არ მიიჩნევს“. თუმცა, რომელ პარტიასტან ითანამშრომლებს, ჯაფარიძემ დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ  ყველაფერი არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times