eng | ქარ 25 იანვარი 2020, 17:53
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ჯაფარიძე: ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობაში შიშის დანერგვას

16 ოქტომბერი 2020 | 18:43

,,ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ირწმუნება, რომ  ხელისუფლება ცდილობს  მოსახლეობაში შიშის დანერგვას და  ამ ფორმით აპირებს უზრუნველყოს არჩევნებზე გამოცხადების  ტემპის შემცირება.  ამის შესახებ მან  რადიო "ჯორჯიან თაიმსში" ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში „დროული დიალოგი“ განაცხადა.

,,არჩევნების გადადება მხოლოდ ,,ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს. მმართველი პარტია მიზანმიმართულად ნერგავს საზოგადოებაში შიშს, რათა ნაკლები ადამიანი წავიდეს არჩევნებზე,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ  .

მანვე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება ინფიცირების შემთხვევების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით მიზანმიმართულია და ხალხში შიშის ჩანერგვას ემსახურება.

„ახლა პირიქით, ყველა პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ამ თემას და მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ ახლა, როგორ შევამციროთ საზოგადოებაში გავრცელებული შიში,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times