eng | ქარ 25 იანვარი 2020, 17:13
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ლელა ცისკარიშვილი წამების მხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს პრეზიდენტად აირჩიეს

16 ოქტომბერი 2020 | 18:20

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის დირექტორი ლელა ცისკარიშვილი წამების მხვერპლთა საერთაშორისო სარეაბილიტაციო საბჭოს (IRCT) პრეზიდენტად აირჩიეს.

"მადლობელი ვარ ნდობისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს ნდობა გავამართლო და IRCT უფრო ძლიერი, მოქნილი და მდგრადი გავხადოთ", - განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა.

IRCT-ი 1985 წელს დაფუძნდა. მასში გაწევრიანებულია 165 ორგანიზაცია 75 ქვეყნიდან. ეს ორგანიზაციები უწევენ სამედიცინო, ფსიქოსოციალურ, სამართლებრივ და სხვა სახის დახმარებებს წამების და არაჰუმანური მოპყრობის, ომის და მასობრივი ტრავმატიზაციის მსხვერპლებს, ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს, ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლებს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times