eng | ქარ 25 იანვარი 2020, 18:01
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ძიძიგური: არ მგონია, პარტიების უმრავლესობა დაეთანხმოს არჩევნების გადადებას

16 ოქტომბერი 2020 | 17:20

 

კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური  პანდემიის გამო არჩევნების გადავადების საკითხს არ ეთანხმება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ  ეს თარიღი კონსტიტუციითა განსაზღვრული. როგორც  მან  რადიო „ჯორჯიოან თაიმსს განუცხადა, „არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში უნდა ჩატარდეს, წინააღმდეგ სემთხვევაში ეს გამოიუწვევს  პოლიტიკურ და  სამართლებრივი თვალსაზრისით დარღვევებს“.

„ჩვენ, როგორც კონსერვატორები ვართ სტაბილურობის მომხრე. საზოგადოებასაც სწორედ სტაბილურობა ჭირდება და არ მგონია  პოლიტიკური პარტიების  უმრავლესობა დაეთანხმოს   არცევნების გადადედბის  იდეას“ -  განაცხადა  ძიძიგურმა.

პარტია ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას მოითხოვს. კობერიძე პარლამენტის თავჯომარეს, არჩილ თალკვაძეს და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მოუწიდებს, რომ მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, სადაც საკითხზე ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით იმსჯელებენ.

რაც შეეხება  პანდემიას, როგორც ძიძიგური აცხადებს,  საქართველომ დაამტკიცა, რომ არის  მაქსიმალურად ორგანიზებული საზოგადოება და თუ პირველ ტაალღას გაუმკლავდა,   მედიკოსების რეკომენდაციის სრული დაცვით შეძლებს  მეორე  ტალღის   გადალახვასაც.  

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times