eng | ქარ 25 იანვარი 2020, 18:22
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

კალაძე: ივანიშვილის ღვაწლი განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე

16 ოქტომბერი 2020 | 14:33

ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, ფეხბურთელისთვის, ნაკრების კაპიტნისთვის, ლანჩხუთი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ეყრებოდა საფეხბურთო გუნდს, რომელიც ქვეყნის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს; ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურადღება ექცევა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას; ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მოახმარონ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე.

"წლების მანძილზე ეს უნიკალური ისტორიული მხარე მიტოვებული იყო ხელისუფლების მიერ. 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის განვითარებისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და საბოლოოდ თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული.

გურიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე. მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო უმსხვილესი პროექტები გურიის სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური სარგებლის მოზიდვის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თითოეულ გურულს აძლევს საშუალებას, ამ ყველაფრისგან მიღებული სარგებელი საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს.

წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ", - განაცხადა კახა კალაძემ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times