eng | ქარ 25 იანვარი 2020, 17:11
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს არაკომპეტენტურს უწოდებს

16 ოქტომბერი 2020 | 14:37

 

ქვეყნაში შემოღებული ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, 22:00 საათის შემდეგ, რესტორნებისა და კაფე- ბარების მუშაობა უნდა შეწყდეს, არაკომპეტენტურსა და გაუაზრებელს უწოდებს რადიო ,,ჯორჯიან თაიმსთან’’ საუბარში რესტორატორთა გაერთიანების ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

 ,,ეს არის არაკომპეტენტური და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ეს რეგულაცია ყველა ტიპის რესტორანზე არ უნდა გავრცელებულიყო. მაგალითად, სწრაფი კვების ობიექტები, ამ ნუსხაში საერთოდ არ უნდა შეეტანათ’’

ბურჯანაძე აქვე იმასაც ამბობს, წინა ჯერზეშესაბამის  სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ და ნაყოფიერადაც, მაგრამ მათი მესვეურების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემდეგ, ეს კომუნიკაცია შეწყდა.

,,ეს უაზრო გადაწყვეტილება, ერთნაირად დაარტყამს, როგორც დიდ, ასევე პატარა რესტორნებსაც, ორივე ტიპის რესტორნებში მომუშავე ადამიანებიერთნაირ, მიზერულ ანაზღაურებას იღებენ. შესაბამისად, ყველაზე მეტად პერსონალი ზარალდება,“ - განაცხადა ბურჯანაძემ.

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times