eng | ქარ 25 იანვარი 2020, 17:35
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი და გახსნილი მხარე კედლისკენ მიმართული იქნება, რომ არ დაირღვეს ფარულობის პრინციპი

16 ოქტომბერი 2020 | 11:44

კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე კედლისკენ უნდა იყოს მიმართული ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი, ამომრჩეველი კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმით. ამასთანავე, კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, მის მიერ გამოყენებული კალამი უნდა მოათავსოს - წერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაში, რომელიც ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღისთვის საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრას ემსახურება.

კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი და ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70 % ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი. ასევე, თვალსაჩინო ადგილას უნდა განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი ტემპერატურის შემოწმების გარეშე. ეს რეგულაცია ამომრჩეველზე არ ვრცელდება.

უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების, მათ შორის კარის სახელურების და სამუშაო მაგიდების სათანადო წესით ყოველ 3 საათში ერთხელ დამუშავება.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარით და ერთჯერადი ხელთათმანებით.

რაც შეეხება საარჩევნო ბიულეტინების დათვლის პროცესს, მთვლელები მაგიდებთან უნდა განთავსდნენ ისე, რომ არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე დანარჩენმა პირებმა კი მაგიდისგან 2 მეტრის დაშორებით ისე უნდა დაიკავონ ადგილი, რომ შეძლონ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და დახარისხების პროცესზე დაკვირვება.

საარჩევნო უბნის გახსნამდე და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესის დასრულების შემდგომ, უნდა მოხდეს კენჭისყრის შენობის დალაგება და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times