eng | ქარ 25 იანვარი 2020, 17:21
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ირაკლი წერეთელი ნანობს, რომ დიდი ფული ვერ იშოვა

15 ოქტომბერი 2020 | 19:31

ირაკლი წერეთელი  წარსულიდან ორ რამეს ნანობს - ბოლომდე რომ არ იდგა ზვიად გამსახურდიას გვერდით და  დიდი ფული რომ ვერ იშოვა. ამის შესახებ რადიო „ჯორჯიან თაიმსში“ მალხაზ გულაშვილის გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი  წერეთელმა განაცხადა.

ერთი, რასაც ვნანობ, რომ ბოლომდე არ ვიდექი ზვიადის გვერდით, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ  არანაირი მონაწილეობა სამოქალაქო დაპირისპირებაში არ მიმიღია“, - განაცხადა  მან გადაცემაში  წარსული გზის შეფასებისას.

მეორე სინანული კი  ფულს უკავშირდება. „ვნანობ, რომ ვერ ვიშოვე დიდი ფული, იგივე  პარტიებისათვის, პოლიტიკური პროექტებისათვის და ვერ გავხდი დიდი ფინანსური მაგნატი. ახლა უფულობაა  სწორედ იმის მიზეზი, რომ  არ ვიღებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში“, -  განაცხადა მან.

 

 

 

 


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times