eng | ქარ 25 იანვარი 2020, 17:01
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

კუბილიუსი თალაკვაძეს: სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური არქეოლოგიით საარჩევნო კამპანიისას კავდება

15 ოქტომბერი 2020 | 19:01

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს პასუხობს.

"სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური არქეოლოგიით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება. „ქართული ოცნება" ოპოზიციას ბრალს 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს", - განაცხადა  ანდრიუს კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარმა გარეჯის საქმესთან დაკავშირებით twitter-ზე დაწერა, რომ ეს სასაცილოა და "ქართულ ოცნებას" პანდემიაზე ცუდი რეაგირებისგან და შეჩერებული ეკონომიკისგან ყურადღება გადააქვს. მას არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ გარეჯის თემა სასაცილო არ არის, ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლისგან ასეთი განცხადება მიუღებელია და განმარტებას ელის.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.2202 0.0000
EUR 3.8137 0.0000
GBP 4.2098 0.0000
RUS 4.2174 0.0000

Georgian Times