eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 21:28 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

ჩვენ შესახებ

რადიო „ჯორჯიან თაიმსი" საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.

თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში გვისმინეთ FM 92.3 -ზე. იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში კი რადიო მიმღები 93.5 მეგაჰერც სიხშირეზე მომართეთ. 

მაუწყებლობის პირველივე დღიდან მიზნად დავისახეთ რა, ვუპასუხოთ თანამედროვეობის ყველა გამოწვევას, პროფესიონალების გუნდი შევკრიბეთ და მსმენელს მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას ვთავაზობთ. ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისთვის, რომ ვიყოთ პროგრესული,  მზარდი და ნოვაციური რადიოსადგური.

შესაბამისად, ჩვენი რადიოს მიმართ ნდობის ხარისხი და პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

პოპულარობის ზრდას განსაზღვრავს ის ფაქტიც, რომ ჩვენს პარტნიორებს შორისაა კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი". ამის დამსახურებაცაა დღეში 100 000 რადიომსმენელი მგზავრი.

ჩვენთან ყველაფერია, რაც თქვენ გიყვართ და გაინტერესებთ. ნებისმიერი იპოვით თქვენთვის სასურველ და საინტერესო ინფორმაციას ნებისმიერი სფეროდან. მრავალფეროვან სამაუწყებლო ბადეში ყველა ასაკობრივი თუ სოციალური ჯგუფის ინტერესებს ვითვალისწინებთ.

ყოველდღე, ყოველ სრულ საათამდე 5 წუთით ადრე პირველები გაიგებთ - რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში. ეთერშია მხოლოდ ობიექტური, დაბალანსებული და ამომწურავი ინფორმაცია. ასევე - ექსკლუზივები, პირდაპირი ჩართვები მოვლენათა ეპიცენტრებიდან, მთავარი გმირების უახლესი კომენტარები და შეფასებები. და რაც მთავარია, ვართ ოპერატიულები და მხოლოდ სანდო წყაროები გვყავს.

აქტუალურ თემებზე კი, კვალიფიციური სპეციალისტების ანალიზს და  საინტერესო ინტერვიუებს გთავაზობთ.

პოლიტიკის გარდა, დიდ დროს ვუთმობთ ეკონომიკას, საზოგადოებას, მედიცინას, ტექნოლოგიებს, კულტურას და სპორტს - გადაცემების სახით.

გთავაზობთ ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვას, სოციალურ, შემეცნებით და გასართობ გადაცემებს, საინტერესო რუბრიკებს. ჩვენი მრავალფეროვანი მუსიკალური  არქივი კი, ყველა დროის საუკეთესო მუსიკით, ნებისმიერი გემოვნების მსმენელისთვისაა.

იმისთვის, რომ ახალი ამბები არ გამოგრჩეთ, იმისთვის, რომ თქვენი დღე ხალისიანი და საინტერესო იყოს - ჩვენი რადიო საუკეთესო არჩევანია.

თქვენთვის ვმუშაობთ ეთერში და ეთერს მიღმა.

ვაკეთებთ იმას, რაც ვიცით - FM 92.3

რადიო „ჯორჯიან თაიმსი" მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის" შემადგენლობაში შედის. მედიაჰოლდინგი 29 წელია ოპერირებს ბაზარზე. მის შემადგენლობაში შედის სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი". ინგლისურენოვანი „The Georgian Times"-ი 1993 წელს დაარსდა და მსოფლიო პრესის ასოციაციის წევრია. გაზეთი ათწლეულებია თანამშრომლობს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა: The NewYork Times, The Washington Times, Comersant, Washington Post, The Azer Times, The Associated Press,ua times და სხვ. ის დღემდე ლიდერობს ბაზარზე და ექსკლუზიური თანამშომლობის ფარგლებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სამთავრობო სტრუქტურებში, 500-მდე წამყვან ბიზნესკომპანიაში, ავიაკომპანიების ბორტებსა და აეროპორტებში ვრცელდება. მის შემადგენლობაში ასევე შედის სამენოვანი საინფორმაციო სააგენტო www.geotimes.ge. სააგენტო ოპერატიულად და ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე დღის მთავარ მოვლენებს. საიტს მომხმარებელი მსოფლიოს 120 ქვეყანაში ჰყავს და დღის მანძილზე უნიკალური მნახველების რაოდენობა 40-50 ათასამდე აღწევს. მედიაჰოლდინგი 1996 წლიდან დღემდე მართავს ეროვნული ბიზნესის დაჯილდოებას. ყოველწლიურ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო კომპანიები, ბიზნესმენები, ინვესტორები და სტარტაპერები ჯილდოვდებიან.

 
მალხაზ გულაშვილი - მედიაჰოლდინგ
"ჯორჯიან თაიმსის"მფლობელი და პრეზიდენტი 

E-mail: malkhaz.gulashvili@gmail.com
Tel: (995 32) 93 44 05

მალხაზ გულაშვილი-ცნობილი ქართველი გამომცემელი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი და  საზოგადო მოღვაწეა. მას კარგად იცნობენ არა მარტო დსთ-ს, არამედ, დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.  მალხაზ გულაშვილის გამოსვლა ყოველთვის გულწრფელობით და სიმართლით გამოირჩევა. ის მორწმუნე ქრისტიანია.  მალხაზ გულაშვილმა დაწერა წიგნი „გზა სიმართლისკენ, მშვიდობიანი კავკასიის, გაერთიანებული საქართველოსკენ“, რომელიც, განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ავტორმა საკუთარი წიგნი  რუსეთში მიმდინარე მედია-ფირუმზე რუსეთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამად პრემიერმინისტრს დიმიტრი მედვედევს გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სამშობლოდან დევნილად იქცა, შემდეგ კი პოლიტმატიმრად.

 
პროფესიონალური ინფორმაცია
1993 წლიდან დღემდე-მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი  და მფლობელი  www.gtmh.ge ,   კომპანია  „Georgian Business Consulting”-ს დამაარსებელი  www.gbc.ge    
2005 წ. - საქართველოს ფედერალიზმის ინსტიტუტის პრეზიდენტი   
1996 წ.-სააქციო საზოგადოება „ინტელექტბანკის“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  
1995 წლიდან დღემდე-  წლის საუკეთესო ბიზნეს-კომპანიის და საუკეთესო ბიზნესმენის გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონიალის, ყოველწლიური ბიზნეს- რეიტინგის   იდეის ავტორი და ორგანიზატორი 

1992-96 წ.წ -კორპორაცია „მალულას“ პრეზიდენტი
1993-95 წ.წ - სააქციო საზოგადოება „სამეფო ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1991-92 წ.წ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული ცენტრის „მერანის“ სამხატვრო ხელმძღვანელი
1987-90 წ.წ- დისიდენტური გაზეთების „დღეს“, „უწყებანის“ და  მეურნის“  დირექტორი

საზოგადო მოღვაწეობა

2011 წ. 25 ოქტომბერი-2012 წ. 28 ოქტომბერი- პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი
2010 წ- პოლიტდევნილი ვაჟიშვილთან დავით გულაშვილთან ერთად- 2010 წ. 8 მაისი-2011 წ. 27 მაისი-რუსეთი; 2011 წ. 27 მაისი-25 ოქტომბერი-აზერბაიჯანი
2010 წ.- „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე
2008 წლიდან დღემდე- საქართველო რუსეთის შერეული კომისიის თანათავმჯდომარე კავკასიაში კრიზისის დარეგულირების საკითხებში
2002 წ-საქართველოს გამომცემელთა ასოციაციის თავმჯდომარე
2001-02 წ.წ- „მოძრაობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის-ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ დამფუძნებელი, პოლიტსაბჭოს წევრი
2003-05წ.წ- საზოგადოებრივი-პოლიტიკური მოძრაობის „წინ, საქართველო!“-ს დამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი
1998-99 წ.წ-სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული "მშვიდობიანი კავკასიის" ბიუროს ხელმძღვანელი
1993-2013 წ.წ- სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის „აზრის“ პრეზიდენტი
1990-95წ.წ- „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ რეგიონალური კოორდინატორი, პოლიტსაბჭოს წევრი
1993-95 წ.წ-ასოციაცია „არაგველის“ გამგეობის  წევრი
1992-93 წ.წ-ახალგაზრდა ქართველთა კავშირის თავმჯდომარე
1991წ.-ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში
1988-90 წ.წ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის  დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი
1988 წ.   სსრკ-ს სივრცეში მეტალურგთა პირველი თავისუფალი პროფკავშირების დამაარსებელი.
 1987-90 წ.წ- დისიდენტური ორგანიზაციის, პარტია „ეროვნული სამართლიანობის კავშირის“ საორგანიზაციო მდივანი

განათლება

1982-89 წ.წ- საქართევლოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მეტალურგიის ფაკულტეტი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელწოდების და კონცეფციის შეცვლის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად გადაკეთების ერთ-ერთი ავტორი
1987-91 წ.წ- საქართველოს დისიდინეტური ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი
1986-89 წ.წ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ჟურნალისტიკის ფაკულტეტი

ფლობს რუსულ (თავისუფლად) და ინგლისურ (საშუალოდ) ენებს

დამატებითი ინფორმაცია-უყვარს ლიტერატურა, მხატვრობა, სკულპტურა, ჭადრაკი, აქტიური ტურიზმი, ცურვა, ფიტნესი.  გახლავთ  სპორტის ოსტატობის კანდიდატი ჭადრაკში, საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიის „ოქროს კალმის“ მფლობელი.

27 წლის წინ, 1993 წლის ნოემბერში, გაჩნდა იდეა, მას დაემატა სურვილი და მონდომება, ძიება და რისკი. შედგა სრულიად ახლებური სტილი და ხედვა ქართულ პრესაში – სამენოვანი ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი". გამომცემელთა და დამფუძნებელთა მიზანი იყო ქართველი ხალხის იდეური და მორალური მხარდაჭერა და ქვეყნის ირგვლივ არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევა, რათა დანარჩენი მსოფლიოსათვის გვემცნო ამბავი თანამედროვე საქართველოზე.

განვლილი წლების მანძილზე "ჯორჯიან თაიმსმა" სოლიდური საქმიანი პაკეტი შექმნა მრავალი დამოუკიდებელი სტრუქტურით, რომლებიც დღეს ერთ მთელს, ყველაზე წარმატებულ სახელს ქმნის ქართულ მედია ბიზნესში.

გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" ინტელექტუალური მკითხველისთვისაა განკუთვნილი და მისი მიზანია ეროვნულ ნებაზე აღმოცენებული ქართული ნაციონალური პოლიტიკის ფორმირება, მკითხველისთვის დახვეწილი ფორმით საინტერესო ინფორმაციის, ყველაზე კომპაქტური ანალიტიკის, აქტუალური პრობლემატიკის მიწოდება. გამოსვლის დღიდან გაზეთი ქართული ბეჭდვითი მედიის ავანგარდშია.

1993 წ. 27 ნოემბერი-დღემდე-გამოვიდა სამენოვანი გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი" (12გვ. ქართულ, 2-2 გვ. რუსულ და ინგლისურ ენებზე)
1994 წელი-დღემდე- გამოდის დამოუკიდებელი ინგლისური ყოველკვირეული გაზეთი "ჯორჯიან თაიმსი".

იმ პერიოდისათვის იგი პირველი ბეჭვდითი ხიდია კავკასიისა და დანარჩენ სამყაროს შორის. დღესაც, კავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ამ გაზეთით იგებს მსოფლიო და სწორედ ამიტომ გაზეთების მსოფლიო ასოციაციის კონგრესზე, "ჯორჯიან თაიმსთან" თანამშრომლობის სურვილი არა ერთმა უცხოურმა გაზეთმა გამოთქვა. უცხოელ კოლეგებთან პარტნიორული ურთიერთობები "ჯორჯიან თაიმსისთვის" საუკეთესო აღიარებაა.

1994 წელი-დღემდე- იქმნება კავკასიური სტრატეგიული კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი "აზრი". იგი ჰოლდინგის ინტელექტუალური ძრავაა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
1994 -96 წელი- გამოდის რუსული ყოველკვირეული გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“.
 
"ჯორჯიან თაიმსის" პოლიტიკური და ბიზნესტექნოლოგიების ცენტრი ემსახურება ეროვნული თვითშეგნების განვითარებას და საქართველოს წარმოჩენას გარესამყაროს სპექტრში. ცენტრი მუშაობს იქ, სადაც დიდი პოლიტიკა და დიდი ბიზნესია.

1995 წელი-დღემდე –პირველი ბიზნეს რეიტინგი, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესოს ეროვნული ბიზნესში.

ამ რეტინგში მონაწილეობა ნებისმიერი საქმიანი ადამიანისთვის აღიარება და გამარჯვებაა. ,,ჯორჯიან თაიმსი “ იყო პირველი, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე წლებში განსაზღვრა საყოველთაო მხარდაჭერის ობიექტი _ ეროვნული ბიზნესი.

ჩვენი კომპანიის წვლილს ქართველი ბიზნესმენის სახის ჩამოყალიბებაში, მის წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში არა მარტო საქმიანი, არამედ პოლიტიკური სამყაროც აღიარებს.

1996 წელი-დღემდე- იქმნება "ჯ.თ" გამომცემლობა, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი დონის პოლიგრაფიული მომსახურების სრულ ციკლს.

"ჯ.თ". გამომცემლობას პარტნიორები ჰყავს, როგორც საქართველოში, ასევე _ საზღვარგარეთ. ვასრულებთ ნებისმიერი სირთულის ჰოლიგრაფიულ სამუშაოს. ,,ჯორჯიან თაიმსის” მიერ გამოცემული გაზეთები, ჟურნალები, ბუკლეტები, წლიური ანგარიშები, პლაკატები, ეტიკეტები, კალენდრები, კატალოგები, სარეკლამო სუვენირები და სხვა პროდუქცია არაერთი სოლიდური კომპანიის მუშაობას უწევს პოპულარიზაციას.

1996 წელი-დღემდე- გამოდის პირველი მაღალპოლიგრაფიული გამოცემა საქართველოში, განსხვავებული შინაარსისა და ფორმის სარეკლამო_საიმიჯო ორენოვანი კატალოგი _ ,,Leader Today”.

კატალოგმა თავისი არსით და ხელშეწყობით გაზარდა ეროვნული ბიზნესის პოპულარიზაციის გეოგრეფია და შორეულ უცხოეთში არაერთ ადამიანს გაუჩინა საქართველოში ინვესტიციების დაბანდების სურვილი.
1997 წელი- ინგლისური ყოველთვიური ჟურნალი Profile
1997 წელი-დღემდე- ყალიბდება ,,ჯორჯიან თაიმსის” დიზაინ-სტუდია და არტ-სამსახურის მოღვაწეობის სფერო ჰოლდინგის ყველა გამოცემემაზე ვრცელდება.
გამოდის თანამედროვე სტანდარტების პროდუქცია –სარეკლამო, ტელე და რადიო, საგამომცემლო, საცერემონიო, სამოდელო, საიმიჯო, ინტერიერ-ექსტერიერის დიზაინი, საფირმო სტილი, ლოგო, სავაჭრო ნიშანი.

,,ჯორჯიან თაიმსის” დიზაინ-სტუდია საქართველოში და უკვე უცხოეთშიც კარგად ცნობილი შემოქმდებითი სახელოსნოა. მისი პროდუქცია არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

1998 წელი -დღემდე "ჯორჯიან თაიმსს"-ში შემოდის სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი _ "გორბი".

ცენტრს უდიდესი გავლენა და ნდობა აქვს დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში და ყველგან ჰყავს საქმიანი პარტნიორები. "გორბი" ყოველთვის მიუკერძოებელ, სანდო და ობიექტურ ინფორმაციასთან ასოცირდება.

1999 წელი-გამოდის საბორტო ჟურნალი „აირზენა“
1999 წელი-დღემდე-  იქმნება მძლავრი სარეკლამო სამსახური .

"ჯ.თ." სარეკლამო სააგენტოს აქვს მომსახურების სრული პაკეტი _ კრიატივი, სარეკლამო პრდუქციის დამზადება და განთავსება. "ჯ.თ."-ში დამზადებული ნებისმიერი რეკლამა ადვილად ამოსაცნობია, რადგან ორიგინალური იდეითა და მაღალმხატრულობით გამოირჩევა. მედია-ჰოლდინგის სარეკლამო სამსახური კლიენტისთვის მისაღებ ფასებში ათავსებს ნებისმიერი სახის რეკლამას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მასმედიაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
2000 წელი -დღემდე- "ჯ.თ."-ის სარეკლამო სამსახურთან იქმნება PR- ჯგუფი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი სტრუქტურაა ჰოლდინგში.

"ჯ.თ"-ს ფიარ ჯგუფი ემსახურება საქართველოში არსებულ სხვადასხვა საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინსტიტუტებს, არაკომერციულ ორგანიზაციებსა და სხვ. "ჯ.თ"-ის ფიარ ჯგუფს შეუძლია ლობისტური მომსახურების წარმოება ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმოამდგენლებთან.

2000-2001 წ.წ.-  გამოდის ყოველკვირეული რუსული გაზეთი „ეხო“
2001 წელი- გამოდის ყოველკვირეული გაზეთი „ჯორჯიან თაიმსი“ აზერბაიჯანულ ენაზე.
2000-2010 წ.წ.- გამოვიდა არქიმანდრატ რაფაელის წიგნი „ისტორიის ორიენტირი“, მეორე წიგნი არქიმანდრატ რაფაელისა „რისთვის გვითმენს უფალი“; წიგნების კრებული „ფერეიდნელის სიმღერები“; წიგნი მ.გულაშვილის ავტორობით „გზა სიმართლისკენ, მშვიდობიანი კავკასიის, გაერთიანებული საქართველოსკენ“; ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წიგნი ფოტო-გალერეა და წიგნი „ვარდების რევოლუცია“.  

2000 წელი - იქმნება "ჯ.თ"-ის ჟურნალისტური გამოძიება. ამ სპეციფიკით მომუშავე ჟურნალისტები საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო, საჭირბოროტო და აქტუალურ მასალებს იკვლევენ და ამზადებენ დასაბეჭდათ.
2000 წელი -დღემდე - ყალიბდება უახლესი IT- ტექნიკური განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ჰოლდინგის ინტერნეტ მომსახურებას და მუდმივ აქტივობას მსოფლიოს გლობალურ საინფორმაციო ქსელში. ამ განყოფილებაში ერთიანდება ვებ სტუდია _ ინტერნეტ გამოცემები. ეს სერვისი მოიცავს; საიტის მოდელის შექმნას, კონსტალტინგს, დიზაინს, პროგრამირებას, მონაცემთა ბაზას, საიტის ავტომატური მხარდაჭერის სისტემას, რეკლამური ლოკალური ქსელების შექმნას.
2001 წელი-დღემდე- იქმნება საინფორმაციო სამსახური "GT News”.ge- ოპერატიული საინფორმაციო ბაზა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი კავკასიიდან. თუ რა იბეჭდება შესახებ მსოფლიო მედიასა და წამყავან ქართულ პრესასა და მედიაში.
2001 წელი-გამოდის ყოველთვიური ჟურნალი „ტრიბუნა“.
2002 წელი-გამოდის ყოველთვიური რკინიგზის  ჟურნალი „აბრეშუმის გზა“.
2002 წელი-დღემდე- იქმნება გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული იმიჯ-სამსახური "მრჩეველი". ამ დარგში არსებული უახლესი ტექნოლოგიების, ინფორმაციის გავრცელების ფართო ქსელისა და მოძიების უმძლავრესი სამსახურის მეშვეობით ვაგვარებთ ურთიერთობებს საზოგადოების ნებისმიერ ფენასთან. ჩვენი იმიჯმეიკერები ზრუნავენ კლიენტის შესაძლებლობების წარმოჩენისთვის დროისა და სიტუაციის შესაბამისად.
2002 წელი- გამოდის ყოველდღიური გაზეთები „ტრიბუნა“ და „ექო“, პერიოდული გამოცემები, რომლებიც თავისი იდეებით,თემატიკით და პრინციპებით განსხვავებულია.
2002 წელი-გამოდის ყოველკვირეული და ყოველდღიური ყვითელი გაზეთი „ექო“, რომელიც სწრაფად იხვეჭს პოპულარობას. 
2002 წელი-დღემდე- ყალიბდება ფოტოსტუდია "საქართველოს თვალი" თავისი უდიდესი და უნიკალური ფოტო-არქივით. ფოტოსტუდია საშულებას გვაძლევს ეფექტურად ვითანამშრომლოთ მედიის სხვადასხვა წარმოამდგენლებთან.
2002 წელი-დღემდე- იქმნება "ჯ.თ" -ის შოუბიზნეს ჯგუფი. ახალ სამსახურს ხელეწიფება ნებისმიერი მასშტაბის და თემატიკის ღონისძიების ორგანიზება, ნამდვილი ზეიმისა და დიდებული სანახაობის მოწყობა. "ჯ.თ" -ის შოუ ბიზნეს ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში. მისი საპროდიუსერო საქმიანობა ვრცელდება კავკასიასა და დსთ-ის ქვეყნებში. ჯგუფის შემოქმედებით ანგარიშზეა სამასზე მეტი ღონისძიება: ფესტივალები, შემოქმედებითი საღამოები, პერსონალური და კომპანიის იუბილეები, გალა და სოლო კონცერტები.
2003 წელი -დღემდე- იქმნება "ჯ.თ-პროდაქშენ" ფილმების სტუდია. იგი დაკომპლექტებულია ნიჭიერი, დიდი ფანტაზიისა და პრაქტიკის მქონე რეჟისორებით, სცენარიტებით, ანიმატორებით, კლიპმეიკერებით. მის საქმიანობაში შედის დოკუმენტური, მხატრული, ანიმაციური ფილმების, სარეკლამო-საიმიჯო კლიპების შექმნა. კომპანიას ყავს უამრავი დამკვეთი, როგორც საქართველოში, ასევე _ უცხოეთში. მისი კრიატივის მომსახურებით ხშირად სარგებლობს ქართული პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტა.
2003 წელი-გამოდის ყოველთვიური ჟურნალი „44-ე პარალელი“
2007 წელი-დღემდე -გამოდის მაღალკვალიფიციური ყოველთვიური ჟურნალი „ჩვენი სახლი“
2008 წელი-დღემდე- გამოდის ყოველთვიური ინგლისური ტურისტული ჟურნალი „Way“
2008 წელი დღემდე- ყოველკვირეული გაზეთი ქართულ ენაზე „ნაციონალური ბიზნესი“
2008 წელი-გამოდის ინგლისური გაზეთი Georgian Business Week
2008-09 წ.წ-  აზერბაიაჯანის, თურქეთის, პოლონეთის, ყაზახეთის, ირანის საელჩოებთან ერთად ერთობლივი პროექტები „ Internationale Reports“.
2008-09 წლები- გამოდის ქართული ჟურნალები „საქართველოს საუკეთესო ბანკები“; „საქართველოს საუკეთესო ბიზნეს-კომპანიები“; „საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კომპანიები“; „საუკეთესო კომპანიები ტელე-კომუნიკაციის სფეროში“; „საუკეთესო ღვინის და წყლების კომპანიები“.
2009-10 წ.წ- გამოდის მაღალპოლიგრაფიული ჟურნალი „კაპიტალი“
2011 წლის 25 ოქტომბერს, პოლიტიკური მოტივით აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე, წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის 28 ოქტომბერს, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა.

ზემოაღნიშნული მოვლენები ევრაზიულ მედია-ფორუმზე იღებს სათავეს, სადაც საქართველოდან დელეგირებული 14 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ფორუმზე განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა  მალხაზ გულაშვილის შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან, როდესაც მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტმა რუსეთის პირველ პირს  გადასცა წიგნი, რომელიც ცალსახად ქართული სახელმწიფო ინტერესებით გახლდათ გაჯერებული: „გზა სიმართლისაკენ, მშვიდობიანი კავკასიისა და გაერთიანებული საქართველოსკენ“. ზემოაღნიშნულის შედეგად, მალხაზ გულაშვილი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან დიდი პრესის ქვეშ აღმოჩნდა. იგი თავდაპირველად მცირეწლოვან შვილთან ერთად 1.5 წლით იქნა განდევნილი ქვეყნიდან, (1 წელი რუსეთში, 6 თვის განმავლობაში კი აზერბაიჯანში) ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვარზე დააკავეს.

2013 წელს აღადგინა გასაგები მიზეზების გამო შეჩერებული ვებ საიტი gtmh.ge და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Georgian Times”, ასევე საქართველოს ეროვნული ბიზნესის ჯილდო.
2013 წელს ჩააატარა ინდუსტრიული ფორუმი, რომელშიც ყველა წამყვანმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე შემუშავდა საქართველოს ინდუსტრიული განვითარების პროგრამა, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო პროგრამას.
2014 წელს ჩაატარა თურქულ-ქართული ბიზნეს ფორუმი.
2015 წელს ჩაატარა ბიზნესმენების დაჯილდოება -  ეროვნული ბიზნესის ჯილდო.
2015 წელს დააარსა ტელეკომპანია „დრო“, რომელმაც ძალიან მოკლე ხანში საკმაო პოპულარობა მოიპოვა ტელემაყურებელში, რაზეც არსებული რეიტინგები და გაზრდილი სარეკლამო შემოსავალი მიუთითებს.

მიჰყავს შემდეგი გადაცემები საკუთარ ტელევიზიაში: „ბიზნესის დრო“, „ეკონომიკის დრო“ და საავტორო  გადაცემა „ალტერნატივა“ ყოველ ხუთშაბათს 21:00 საათზე, რომელიც გახლავთ ინტერაქტიული შინაარსის და გარდა სტუმრებისა, გადაცემაში აქტიურად მონაწილეობს ტელემაყურებელი, რომელიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა. თითოეულ გადაცემაში, საშუალოდ, 60-70-მდე ზარი შემოდის.
 
2020 წელს, მედიაჰოლდინგმა შეიძინა რადიო „თანამგზავრი“ Fm  92,3. რებრენდინგის შედეგად, მას დაერქვა რადიო „ჯორჯიან თაიმსი“, რომელიც, მაუწყებლობს თბილისსა და მის შემოგარენში, ასევე, კახეთსა და იმერეთში. სამომავლოდ, იგეგმება მისი სიხშირის გაფართოება საქართველოს სხვა მხარეებშიც.

რადიოს აქვს უწყვეტი საინფორმაციო გამოშვება საათში ერთხელ, ბიზნესის სიახლეები და ტოკ-შოუ. გადაცემა „კაპიტალი-სანდრო ვეფხვაძესთან ერთად“, ქართული და უცხოური პრესის მიმოხილვა, გადაცემა ჯანმრთელობაზე - „პრევენცია“, სამოგზაურო მიმართულება,- გადაცემა- „მაგელანი“, „დროის მანქანა“, „წიგნების თარო“, „მსოფლიო სამზარეულო“, „ბრენდის ისტორია“, „ქართული ბრენდების ისტორია“, ამინდი, ასტროლოგია, ვალუტა, ყოველდღიური სპორტულიგადაცემა დავით ხვადაგიანთან ერთად,  გივი სიხარულიძის საავტორო გადაცემა - „სიყვარულის და სიცოცხლის ქალაქი“.
 
წლების განმავლობაში მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“  პარტნიორები გახლდნენ შემდეგი კომპანიები: საქგაზი, თბილავიამშენი, ალდაგი, მადნეული, IPG, TBC ჯგუფი, საქართველოს მინერალური წყლების კომპანია, რუსთავცემენტი, კვარციტი, სააქციო საზოგადოება საქნავთობი, საქართველოს ნავიგაცია, ჟინერი, იორის ველი, თბილწყალკანალი- თბილისის ცენტრალური წყალმომარაგება,  კალასი, არსი, ცენტრ პოინტ ჯგუფი, რაკენ დიველოპმენტი, წავკისის ველი, ვისოლი, სოკარ ენერჯი ჯორჯია, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი, ბიზნესიის კავკასსკოლა, სასტუმრო „ძველი მეტეხი“, VTB ბანკი ჯორჯია, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, ჯეოსელი, სააფთიაქო ქსელი PSP,სამგორი -94, საქართველოს ავიახაზები, ცემენტის კომპანია Heidelberg, კომპანია GWS, ბადაგონი, GTG ჯგუფი, ნიკორა.
„ჯორჯიან თაიმს“ ჯგუფი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
•    გაზეთები და ჟურნალები
•    მარკეტინგული კვლევები და ბიზნეს-დაგეგმარება
•    გამოცემა და ბეჭდვა
•    სარეკლამო კამპანია 
•    PR და GR
•    პროფესიონალი იმიჯ-კონსულტანტების მომსახურება
•    საარჩევნო ტექნოლოგიები
•    ლობირება
•    ბიზნეს-რეიტინგები
•    ინვესტიციები
•    B2B

 
ნანა გაგუა 
გამომცემელი
ქართულენოვანი "ჯორჯიან თაიმსის"მთავარი რედაქტორი

Tel: (995 32) 93 44 05
Email: gul@geotimes.ge

განათლება
1967-77 წ.წ- თბილისის მე-100 საშუალო სკოლა
1977-82 წ.წ -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტის იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების განყოფილებაზე. პროფესია-ჟურნალისტი.
უცხო ენები : რუსული (სრულყოფილად); გერმანული (სალაპარაკო)
კომპიუტერული საოფისე პროგრამები: Windows; MS Office; Internet; Email
სამუშაო გამოცდილება: 1983-86 წ.წ -  ჟურნალი „ეკონომიკა“-ეკონომიკური პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე;
კორესპონდენტი სხვადასხვა ქართულ ბეჭდურ მედიაში;
1988-93 წ.წ - სოფლის მეურნეობის სამინისტrოს სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფის უფროსი რედაქტორი;
სასწავლო-მეთოდური და ინფორმატიკის ლაბორატორიის უფროსი სპეციალისტი;
1993 წ. 27 ნოემბერი-დღემდე- სამენოვან გაზეთ "ჯორჯიან თაიმსის" გამომცემელი (12გვ. ქართულ, 2-2 გვ. რუსულ და ინგლისურ ენებზე)
1994 წელი-დღემდე-  ინგლისური ყოველკვირეული გაზეთის "ჯორჯიან თაიმსის" გამომცემელი.
1994 -96 წელი- რუსული ყოველკვირეული გაზეთის „ჯორჯიან თაიმსის“ გამომცმელი
1995 წელი-დღემდე- ყოველწლიური ბიზნეს- რეიტინგის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც ყოველწლიურად ავლენს ლიდერ კომპანიებს ეროვნული ბიზნესში.
1996 წელი-დღემდე- გამომცემლობა "ჯ.თ" -ს სამხატვრო ხელმძღვანელი
1996 წელი-დღემდე- საქართველოში პირველი ორენოვანი მაღალპოლიგრაფიული გამოცემის, განსხვავებული შინაარსისა და ფორმის სარეკლამო-საიმიჯო ორენოვანი კატალოგის ,,Leader Today”-ს მთავარი რედაქტორი და გამომცემელი
1997 წელი-დღემდე- ,,ჯორჯიან თაიმსის” დიზაინ-სტუდიის არტ-დირექტორი
1999 წელი- საბორტო ჟურნალ „აირზენას“ სამხატვრო ხელმძღვანელი
1999 წელი-დღემდე-  „ჯ.თ“-ს სარეკლამო სამსახურის კრეატიული დირექტორი
2001 წელი- აზერბაიჯანულ ენაზე გამომავალი ყოველკვირეული გაზეთის „ჯორჯიან თაიმსის“ გამომცემელი
2000 წელი -  "ჯ.თ"-ს ჟურნალისტური გამოძიების მიმართულების ხელმძღვანელი
2001 წელი -დღემდე- "GT News”.ge-ს- საინფორმაციო სამსახურის მიმართულების ხელმძღვანელი
2002 წელი- ყოველთვიური რკინიგზის  ჟურნალის „აბრეშუმის გზის“ გამომცემელი
2002 წელი-დღემდე-  “ჯ. თ“-ს ბაზაზე არსებული იმიჯ-სამსახურის "მრჩეველის" კრეატიული დირექტორი
2002 წელი- ყოველდღიური გაზეთის „ტრიბუნას“ გამომცემელი
2002 წელი-ყოველკვირეული და ყოველდღიური ტაბლოიდური გაზეთის „ექოს“ გამომცემელი
2002 წელი -დღემდე- ფოტოსტუდია "საქართველოს თვალის" სამხატვრო ხელმძღვანელი
2002 წელი-დღემდე- იქმნება "ჯ.თ" -ის შოუბიზნეს ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელი
2003 წელი -დღემდე-  "ჯ.თ-პროდაქშენ" ფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი
2003 წელი- ყოველთვიური ჟურნალის „44-ე პარალელის“ გამომცემელი
2007 წელი-დღემდე -მაღალკვალიფიციური ყოველთვიური ჟურნალის „ჩვენი სახლის“გამომცემელი
2008 წელი-დღემდე- ყოველთვიური ინგლისური ტურისტული ჟურნალის „Way“-ს გამომცემელი
2008 წელი დღემდე- ყოველკვირეული გაზეთის ქართულ ენაზე „ნაციონალური ბიზნესის“ გამომცემელი
2008-09 წ.წ- აზერბაიჯაანის, თურქეთის, პოლონეთის, ყაზახეთის, ირანის საელჩოებთან ერთად ერთობლივი პროექტების „ Internationale Reports“ გამომცემელი
2008-09 წლები- ქართული ჟურნალების „საქართველოს საუკეთესო ბანკების“; „საქართველოს საუკეთესო ბიზნეს-კომპანიების“; „საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო კომპანიების“; „საუკეთესო კომპანიები ტელე-კომუნიკაციის სფეროში“; „საუკეთესო ღვინის და წყლების კომპანიების“ გამომცემელი

ჰობი: ფერწერა, ხატვა, ექსტერიერისა და ინტერიერის დიზიანი



მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times