eng | ქარ 08 დეკემბერი 2021, 23:20 ოთხშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტია

29 ივნისი 2021 | 18:31

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას კიდევ ერთი ლიცენზიანტი დაემატა. მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ სალომე ფაჟავამ ტოკიო 2020-ის საგზური მიიღო.

ტოკიოში, მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ოლიმპიურ ტურნირში მონაწილეობას 26 სპორტსმენი მიიღებს. მათ შორის, 16 ტანმოვარჯიშე 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგებით შეირჩა, 3 მსოფლიო თასის, 5 კონტინენტური ჩემპიონატების მიხედვით, თითო-თითო კი მასპინძლობის უფლებით და საერთაშოსო ფედერაციის პერსონალური მიწვევით.

რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სალომე ფაჟავა ტოკიოში სწორედ პერსონალური მიწვევის შედეგად იასპარეზებს.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times